სასტუმრო სიტადინი

Citadines Freedom Square Tbilisi

“სიტადინი”, ეს არის პირველი ეპარტ სასტუმრო თბილისში. მდებარეობს მეტრო სადგურ «თავისუფლების მოედანთან» ახლოს და ეროვნული მუზეუმის საპირისპირო მხარეს. ეს არის ადგილი, საიდანაც სულ რამდენიმე ნაბიჯში შეძლებთ საუკეთესოდ სადილობას, გართობას და საყიდლებზე სიარულს. სულ რაღაც 10 წუთის სავალზე მდებარეობს განახლებული, ძველი თბილისი, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ უძველესი არქიტექტურის მქონე სახლებით, რელიგიური მონუმენტებით, ანტიკური ხანის გოგირდის აბანოებით (მოქმედი) და სხვა ღირსშესანიშნაობებით.

«სიტადინი» გთავაზობთ 66 მრავალფუნქციურ, ბინის ტიპის აპარტამენტებს (როგორც მწეველებისთვის ასევე არამწეველებისთვისაც), ფიტნეს კუთხეს, ოთახს საქმიანი შეხვედრებისთვის, საკონფერენციო დარბაზებს, რესტორანს. თითოეული ნომერი მოიცავს აბაზანას, საძინებელს, სამზარეულოს, სამუშაო და შეხვედრების ოთახს და აღჭურვილია:

კონდიციონერით, გათბობით, ტელევიზორით სატელიტური არხებით, საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, გასართობი სისტებით (DVD ფლეერი), ორთქლის უთოთი და საუთოო მაგიდით, სეიფით, სრულად აღჭურვილი სამზარეულოთი (გაზქურა, ელექტრო ჩაიდანი, მიკროტალღური ღუმელი, ტოსტერი, მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, შუშის/თიხის ჭურჭელი, დანა-ჩანგალი).

სასტუმროში «სიტადინი» არის 24 საათიანი მიღება, დაცვა (ვიდეო თვალი), კონტინენტალური საუზმე, დღიური და ასევე გამოძახებით დალაგება, სარეცხის და ქიმწმენდის მომსახურება და პარკინგი.

«სიტადინი» ეს არის ადგილი, სადაც იცხოვრებთ, ისუნთქებთ და იოცნებებთ თავისუფლად. აქ ყველა პირობაა შექმინილი იმისთვის, რომ დაისვენოთ, იმუშავოთ და გაერთოთ.

მისამართი: თბილისი, მთაწმინდა, თავისუფლების მოედანი 4

Booking

ფოტოგალერეა

რუკა

Twitter Digg Delicious Stumbleupon Technorati Facebook

No comments yet... Be the first to leave a reply!

Leave a Reply

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Anti-spam image



HTML WAP version