სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი

Courtyard Marriott

ექვს სართულიანი სასტუმრო “ქორთიარდ-მარიოტი” ქალაქის ცენტრში თავისუფლების მოედანზე მდებარეობს. შენობა აგებულია XXს. მიწურულს იმდროინდელი თბლისისისათვის დამახასიათებელი პოსტ-მოდერნული არქიტექტურის გავლენით. პროექტის ავტორია ვ. ცინცაძე.

“ქორთირდ-მარიოტის” შენობის მასშტაბი მკვეთრად აღემატებოდა მაშინდელი თავისუფლების (ყოფილი ლენინის) მოედნის მასშტაბს და გავლენა იქონია მოედნის რეკონსტრუირებული შენობების სიმაღლის მატებაზე.

დღეს “ქორთიარდ-მარიოტი”~ ითავსებს როგორც ფეშენებელური სასტუმროს სერვისს, ასევე ძალზე მოსახერხებელია საქმიანი შეხვედრებისა და საღამოების ორგანიზების მხრივ. სასტუმროს ადგილმდებარეობა ქალაქის ცენტრში განაპირობებს მის სიახლოვეს თბილისის კულტურულ-გასართობი დაწესებულებების უმეტესობასთან.

სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტი”-ში 118 ნომერია (116 სტანდარტული ნომერი და 2 ლუქსი), სადაც ყველაფერია თქვენი კომფორტისათვის: მათ შორის ფართო სამუშაო სივრცე, მინი ბარი,თმის საშრობი, სეიფი და კლიმატის ინდივიდუალური კონტროლი.

სასტუმროში შეგიძლიათ ისადილოთ სასტუმროს რესტორანში, სადაც გაგიმასპინძლდებიან საერთაშორისო სამზარეულოთი და შესანიშნავი ქართული ღვინოებით.

Booking

მისამართი:

საქართველო, თბილისი, თავისუფლების მოედანი 4

ტელეფონი: +995 32 277 91 00

დაჯავშნა: +995 32 277 91 91 ext. 6211

ელ-ფოსტა: tbilisi_marriott@caucasus.net

ვებსაიტი: www.marriott.com

ფოტოგალერეა

Twitter Digg Delicious Stumbleupon Technorati Facebook

84 Responses to “სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი”

Leave a Reply

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Anti-spam image



HTML WAP version