სასტუმრო ჰოლიდეი ინი

Holiday Inn Tbilisi

შესანიშნავი 21 სართულიანი შუშის შენობა იყო ქალაქის სიმბოლო საბჭოთა ეპოქაში. მისი ტრანსფორმაციის შემდეგ Holliday Inn Tbilisi სტუმრებს უმასპინძლებს 126 სასტუმრო ოთახით : Standard, Business და Executive სასტუმრო ოთახები.

ოთახებს ახასიათებს ელეგანტური ინტერიერი, ორიგინალური გაფორმებები, რომელიც შეგიქმნით კომფორტულ გარემოს. განსაკუთრებულ სიამოვნებას მოგანიჭებთ მაღალი ჭერი და დიდი ფანჯრები, რომელიც ინარჩუნებს სასტუმრო „აჭარის“ ბრწყინვალე არქიტექტურას.

გემოვნებიანი, დახვეწილი და კომფორტული – ეს არის ის სიტყვები რითაც შესაძლებელია Holliday Inn Tbilisi-ის სასტუმრო ოთახების აღწერა. ჩამოსვლისთანავე, იგრძენით თავი ისე როგორც საკუთარ სახლში. თქვენ ისიამოვნებთ შესანიშნავი ატმოსფეროთი, რომელიც შეხამებულია ხარისხიან მომსახურებასთან.

სასადილო დარბაზი გაფორმებულია ულამაზესი დიზაინის შპალერით, მდიდრული აფრიკული იატაკით თქვენთვის დასვენებისა და გართობის ხასიათის შესაქმნელად.

Holliday Inn Tbilisi გთავაზობთ მყუდრო სამუშაო გარემოს, სადაც თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ და კონცენტრაცია მოახდინოთ თქვენს საქმეზე. თუ თქვენ საქმიანი ვიზიტით იმყოფებით, თქვენთვის გარანტირებულია სამუშაო სიტუაცია და თქვენი ბიზნეს გეგმების წარმატება.

უფასო და სწრაფი ინტერნეტი ყველა ოთახში გახდის თქვენს ვიზიტს სასიამოვნოს და პროდუქტიულს.

Booking

მისამართი

26 მაისის მოედანი #1, თბილისი , საქართველო, 0171

ტელ: + 995 32 230 00 99

გალერეა

Twitter Digg Delicious Stumbleupon Technorati Facebook

No comments yet... Be the first to leave a reply!

Leave a Reply

*
To prove you're a person (not a spam script), type the security word shown in the picture. Click on the picture to hear an audio file of the word.
Anti-spam image



HTML WAP version