რადისონ ბლუ ივერია

Radisson Blu Iveria

ახალი ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია თბილისის შემაღლებულ ადგილას, ვარდების რევოლუციის მოედანზე, მდინარე მტკვრის პირას მდებარეობს. სასტუმროს გააჩნია 249 ოთახი, რომელთაგან 62 ოთახი არის ერთმანეთთან დაკავშირებული, ხოლო 10 განკუთვნილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუმრებისთვის. ჩვენ ასევე გთავაზობთ ბიზნეს კლასის ოთახებს, რომლებიც იდეალურია საქმიანი ადამიანებისთვის და ასევე, ჯუნიორ ლუქსებს განსაკუთრებული ფუფუნების მოყვარულთათვის. სასტუმროს ყველა ოთახი აღჭურვილია თხევადკრისტალური ტელევიზორებით, ძვირადღირებული ტანის მოვლის საშუალებებით, უფასო ინტერნეტით და ინდივიდუალური კლიმატის კონტროლით.

Booking

საუკეთესო იტალიური სამზარეულო გელოდებათ რესტორან “ფილინი”-ში, რომელიც გურმანებს ინოვაციური კერძების მენიუს სთავაზობს. საერთაშორისო სამზარეულოს დასაგემოვნებლად სასტუმროს “სერფეის” რესტორანი და ბარი ელოდებათ. აზარტის მოყვარულთათვის სასტუმროში 3100მ2 ფართობზე განთავსებულია კაზინო ყველანაირი სახის სამაგიდო თამაშებითა და ორი ბარით. განსხვავებული შთაბეჭდილებების მისაღებად ეწვიეთ თბილისის ყველაზე მაღალ წერტილზე განლაგებულ ბარ “ოქსიჯენს”, სადაც კოკტეილების მაცდური მენიუ დაგხვდებათ.

იდეალურ ადგილს მოსასვენებლად სასტუმროს ბოლო სართული წარმოადგენს, სადაც 1600 მ2 –ზე ან სიმონეს სპა, აუზი “ინფინიტი” და ფიტნესს ცენტრია განლაგებული.

შექმნილი იმისთვის რომ გადააჭარბოს მომხმარებელთა მოლოდინს 826 კვ.მ ფართობზე განთავსებულია საკონფერენციო დარბაზი აღჭურვილი ყველა სახის საჭირო დანადგარით. ჩვენ ასევე გთავაზობთ 9 ოთახს შეხვედრებისთვის და შთამბეჭდავ ღონისძიებათა დარბაზ “ივერიას” გაშლილს 340 კვ.მ ფართობზე.

კონტაქტი:

Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi

საქართველო, 0108 თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი 1.

ტელეფონი: +995 32 2402200

ფაქსი: +995 32 2402201

ელ-ფოსტა: info.tbilisi@radissonblu.com

ვებსაიტი: http://www.radissonblu.com/hotel-tbilisi/

Twitter Digg Delicious Stumbleupon Technorati Facebook

Comments are closed.



HTML WAP version