სასტუმრო თბილისი მარიოტი

სასტუმრო “თბილისი-მარიოტის” შენობა რუსთაველის პროსპექტისა და გ. ჭანტურიას ქ.-ის კუთხეში დგას.

Marriott Tbilisi

იგი სომეხი მეცენატის მიხეილ არამიანცის დაკვეთით თბილისელმა არქიტექტორმა გაბრიელ ტერ-მიქელოვმა 1915 წელს ააშენა. შენობა იმთავითვე მაღალი კლასის სასტუმროდ იყო ჩაფიქრებული და მას “მაჟესტიკი” ერქვა. 1916 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმროს პროექტი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. I მსოფლიო ომის დროს “მაჟესტიკში” სამხედრო ჰოსპიტალი გახსნეს, გასაბჭოების შემდეგ, 1921 წელს იგი მუშათა სასახლედ გადაკეთდა.

1936 წელს ნაგებობას რეკონსტურქცია ჩაუტარდა და მას პირვანდელი ფუნქცია დაუბრუნდა. სასტუმროს ამჯერად :თბილისი” დაერქვა.

სასტუმრო “თბილისის” შენობა 1991-1992 წწ-ში თბილისში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირების დროს დაზიანდა.

2002 წელს შენობა აღადგინეს და აქ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო – თბილისი-მერიოტი განთავსდა.

Booking

ხუთსართულიანი, მონუმენტური ნაგებობის მხატვრულ სახეს რენესანსული და ბაროკული არქიტექტურული ფორმების ერთობლიობა განსაზღვრავს. სასტუმროს შენობა თავისი მასშტაბით, მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით რუსთაველის გამზირის ერთ-ერთი მთავარი მახვილი და XX ს-ის დასაწყისის თბილისური არქიტექტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლია.

მისამართი:

საქართველო, 0108 თბილისი, რუსთაველის გამზირი 13

ტელეფონი: 995 32 2779200

ფაქსი : 995 32 2779210

დაჯავშნა: 995 32 2779200 ext. 6213

ვებსაიტი: http://www.marriott.com/hotels/travel/tbsmc-tbilisi-marriott-hotel/

Twitter Digg Delicious Stumbleupon Technorati Facebook

Comments are closed.



HTML WAP version